ლუჩანო პავაროტი (დაბადების თარიღი 12 ოქტომბერი, 1935/ გარდაცვალების – 6 სექტემბერი, 2007წ) — იტალიელი ტენორი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თანამედროვე ვოკალურ შემსრულებელთაგან ოპერის სამყაროში და მრავალ სხვა სამუსიკო ჟანრში. განთქმული მისი სატელევიზიო კონცერტებით, პავაროტი სამ უდიდეს ტენორთაგან ერთ-ერთი იყო. სახელი გაითქვა ასევე საქველმოქმედო საქმიანობით მრავალი ქვეყნის ლტოლვილთა დახმარებისთვის და წითელი ჯვრისთვის ფონდების მოზიდვით. მისი კარიერის უკანასკნელი წლები ასევე ცნობილი სხვადასხვა ცნობილ შემსრულებელთან თანამშრომლობით, პროექტის „Pavarotti and Friends“ სახით.
Luciano Pavarotti
