Madcon ნორვეგიული მუსიკალური დუეტია, რომელიც 1992 წელს ჩამოაყალიბეს იოსეფ ვოლდე-მარიამმა და თშავე ბაქვამ. პირველი სინგლი იყო God Forgive Me 2000 წელს. პირველი წარმატება კი ჯგუფს მოუტანა სინგლმა Barcelona 2002 წელს. 2004 წელს Madcon-მა გამოუშვა პირველი ალბომი It’s All A Madcon, რომელმაც მათ ნორვეგიული ”გრემი” და რამდენიმე სხვა ჯილდოც მოუტანა. მეორე ალბომი So Dark The Con Of Man 2007 წლის 3 დეკემბერს გამოვიდა. დიდ ბრიტანეთში ალბომმა ჩარტში 173-ე ადგილი დაიკავა, ნორვეგიაში კი უდიდესი წარმატება ხვდა წილად. მესამე ალბომი ევროპაში 2009 წელს გამოვიდა. მათი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჰიტი არის Freaky Like Me.