მარკ დენიელ რონსონი (დაბადების თარიღი 1975 წლის 4 სექტემბერი) ინგლისელი მუსიკოსი, დიჯეი, მომღერალი, სიმღერების ავტორი და პროდიუსერია.
მისი სადებიუტო ალბომი Here Comes the Fuzz ჩარტებში ჩავარდა, მეორე ალბომი Version კი დიდი ბრიტანეთის ჩარტში მეორე ადგილზე აღმოჩნდა, მასში 10 სინგლი შედიოდა. ნამუშევარმა მუსიკოსს Brit Award მოუტანა. მესამე სტუდიური ალბომი, Record Collection 2010 წლის 17 სექტემბერს გამოვიდა და დიდ ბრიტანეთში კვლავ მეორე ადგილი დაიკავა.
2014 წელს რონსონის სიმღერამ Uptown Funk დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა. სიმღერას ის ბრუნო მარსთან ერთად ასრულებდა. რონსონმა 2015 წელს სიმღერისთვის ბრიტ ევორდი მიიღო, 2016 წელს კი – „გრემი“.