LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Maroon 5

Maroon 5 ამერიკული პოპ როკ ჯგუფია, რომელიც ლოს-ანჯელესში ჩამოყალიბდა 1994 წელს. თავდაპირველად ჯგუფს Kara’s Flowers ერქვა. ამ დროისთვის ჯგუფის წევრები – ადამ ლევინი, ჯეიმზ ვალენტაინი, ჯესი კარმაიკლი და მაიკლ მედენი ჯერ კიდევ კოლეჯის მოსწავლეები იყვნენ.
2001 წელს ჯგუფმა იმიჯის შეცვლასთან ერთად სახელის შეცვლაც გადაწყვიტა და Maroon 5 დაირქვეს. 2002 წელს გამოუშვეს ალბომი Songs About Jane, მთავარმა სინგლმა Harder to Breathe დიდი წარმატება მოიპოვა და აშშ-ს ჩარტებში მოწინავე პოზიციები დაიკავა.  2005 წელს ჯგუფმა „გრემის“ ჯილდო მოიპოვა.  2006 წელს მიღებული ტრავმების გამო ჯგუფი დატოვა დასიკმა და ის მეტ ფლინმა ჩაანაცვლა.  ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა 2010 წელს გამოშვებული ალბომი Hands All Over, რომელიც 2011-ში განაახლეს და მასშიშევიდა სიმღერა Moves like Jagger. ჯგუფმა Maroon 5 მსოფლიო მასშტაბით 20 მლნ-ზე მეტი ალბობი და 48 მლნ სინგლი გაყიდა. 2018 წელს ჯგუფმა ძალიან პროდუქტიული ნამუშევარი Girls Like You გააკეთა ახალგაზრდა მომღერალთან, Cardi B ისთან ერთად. სიმღერა რამდენიმე კვირის განმავლობაში სათავეში ედგა ბილბორდს და ევროპის ოფიციალურ სინგლთა ჩარტს.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი