Martin Solveig (ნამდვილი სახელი Martin Picandet, დაბადების თარიღი 22 სექტემბერი 1976), ფრანგი დიჯეი, მომღერალი, სიმღერების ავტორი და პროდიუსერია.
მას, ასევე, მიჰყავს ყოველკვირეული რადიოშოუ მსოფლიოს მასშტაბით უამრავ რადიოსადგურზე, სახელწოდებით C’est La Vie.
მუსიკოსს აქვს საკუთარი ხმისჩამწერი სტუდიაც Mixture Stereophonic.
2011 წელს DJ Mag-მა ის #29 დიჯეიდ დაასახელა. მას ნამუშევარი აქვს Dragonette-სთან, Kele-სთან და მადონასთან.