LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Alexandra Stan

ალექსანდრა იოანა სტენი (Alexandra Ioana Stan, დაბადების თარიღი 1989 წლის 10 ივნისი) რუმინელი მომღერალი და სიმღერების ავტორია. ის ქალაქ კონსტანტაში დაიბადა, საერთაშორისო წარმატება 2011 წლის სინგლმა Mr. Saxobeat მოუტანა, რომელიც პროდიუსერებმა მარსელ პროდანმა და ანდრეი ნემირშმა შექმნეს.
პროდანმა და ნემირშმა სტანი კარაოკე ბარში აღმოაჩინეს 2009 წელს და შესთავაზეს მათ ხმისჩამწერ სტუდიასთან Maan Records კონტრაქტი გაეფორმებინა.
Mr. Saxobeat-მდე იყო მისი პირველი ჩანაწერი “Lollipop (Param Pam Pam)” (2009),რომელიც სტანი სამშობლოში პოპულარულ მომღერლად აქცია.
ალბომი Unlocked მომღერალმა 2014 წლის აგვისტოში გამოსცა. მისი სინგლები “Dance” (2014) და “Cherry Pop” (2014) პოპულარულ ჰიტებად იქცა იაპონიაში.
მესამე ალბომი Alesta 2016 წლის მარტში გამოვიდა.
ინასთან ერთად ალექსანდრა რუმინეთის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ვარსკვლავად მიიჩნევა.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი