ელი ქემბფელი ინგლისელი მომღერალი და სიმღერების ავტორია, მან დააარსა ინგლისური რეგიბენდი UB40. ჯგუფის წევრობის პერიოდში ქემფბელმა გაყიდა 70 მილიონზე მეტი ჩანაწერი, ამასთან, 30 წლის მანძილზე მართავდა ტურნეებს მსოფლიოს მასშტაბით.
მომღერალმა UB40 2008 წელს დატოვა და სოლო კარიერა გააგრძელა.
2012 წელს ქემფბელი გახდა სატელევიზიო შოუს New Zealand’s Got Talent ჟიურის წევრი.
2014 წელს ქემფბელმა განაცხადა, რომ ჯგუფის UB40 წევრებთან ერთად ახალ ალბომზე მუშაობდა. ალბომი, სახელწოდებით Silhouette, 2014 წლის 6 ოქტომბერს გამოვიდა.