ალექსანდრა იმელდა სესელია ევენ ბერკი (დაბადების თარიღი 1988 წლის 25 აგვისტო) ბრიტანელი მომღერალი და სასცენო არტისტია. ბურკეს პოპულარობა ბრიტანული სატელევიზიო შოუში The X Factor-ში გამარჯვების შედეგად გაიზარდა, 2008 წელს.
სიმღერა Hallelujah, რომლითაც მან შოუში გაიმარჯვა, არანორმალური სისწრაფით მოექცა ჩარტების სათავეში – 1 დღეში 105 ათასი ჩანაწერი გაიყიდა.
ასევე წარმატებული აღმოჩნდა ბერკის პირველი ალბომი
Overcome 2009 წელს. მასში შესულმა სინგლებმა შემსრულებელს BRIT Award-ის ნომინაციები მოუტანა.
მეორე ალბომი Heartbreak on Hold მომღერალმა 2012 წლის ივნისში გამოუშვა.