ალექსანდრე (ალექს) ფორტუნატო გაუდინო არის იტალიელი დიჯეი, რომელიც სალერნოში, იტალიაში დაიბადა.
გაუდინომ მოღვაწეობა დაიწყო 2007 წელს სინგლის გამოშვებით Destination Calabria. მან სახელი ასევე გაითქვა ჯგუფ Lil’ Love-ის წევრობით.
მუსიკოსს სულ 2 ალბომი აქვს ჩაწერილი, My Destination (2008 წლის 6 ოქტომბერი) და Doctor Love (2013 წლის 12 მარტი).