ალანის მორისეტი (დაბადების თარიღი 1 ივნისი, 1974 წელი) წარმოშობით კანადელი, ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი, მუსიკალური პროდიუსერი და მსახიობი, რომელსაც თორმეტი „ჯუნოს“ და შვიდი „გრემის“ ჯილდო აქვს მიღებული.
კარიერის მანძილზე მორისეტს 55 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული.
მომღერალმა კარიერა კანადაში დაიწყო და ორი საცეკვაო პოპ ალბომი ჩაწერა — Alanis და Now Is The Time. მისი საერთაშორისო დებიუტი 1995 წელს ალბომით — Jagged Little Pill-ით შედგა. ალბომის 30 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.
ასეთივე წარმატებული აღმოჩნდა მომდევნო ალბომი — Supposed Former Infatuation Junkie, რომელიც 1998 წელს გამოვიდა.
მოგვიანებით, ალბომებზე Under Rug Swept, So-Called Chaos და თავის ბოლო ნამუშევარზე — Flavors of Entanglement-ზე ალანის მორისეტმა პროდიუსერის სამუშაოც შეითავსა.