ალან ოლავ უოლკერი (დაბადების თარიღი 1997 წლის 24 აგვისტო), ცნობილი ასევე, როგორც DJ Walkzz, ინგლისელ-ნორვეგიელი პროდიუსერი და დიჯეია.
მისი ყველაზე ცნობილი სინგლი არის “Faded” (2015), რომელმაც პლატინის სერთიფიკატი მიიღო 10 სხვადასხვა ქვეყანაში. 2017 წლის 100 დიჯეის შორის უოლკერს #17 ადგილი უჭირავს (რეიტინგიDJ Mag-მა შეადგინა).
უოლკერის დედა, ომდალ უოლკერი ნორვეგიელია, მამა – ფილიპ ალან უოლკერი – ინგლისელი. მუსიკოსს დაბადებიდან ორმაგი მოქალაქეობა აქვს. მას ჰყავს და და ძმა.