The Beatles – ლეგენდარული ინგლისური ჯგუფი, რომელიც ლივერპუილში 1960 წელს ჩამოყალიბდა. ბიტლზი დღემდე მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება.
ოთხეულში 1962 წლიდან შედიოდნენ: ჯონ ლენონი(რიტმული გიტარა, ვოკალი), პოლ მაკ-კარტნი (ბას-გიტარა, ვოკალი), ჯორჯ ჰარისონი (წამყვანი გიტარა, ვოკალი) და რინგო სტარი (დასარტყმელი საკრავები, ვოკალი).
ჯგუფმა 1962 წელს მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია სინგლით „Love Me Do“. შემდეგ წელს მათ საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვეს და 1966 წლამდე, ალბომების ჩაწერის პარალელურად, აქტიურ საკონცერტო ტურებს მართავდნენ.
1966 წლის შემდეგ, 1970 წლამდე შეწყვიტეს ყველა სახის საკონცერტო გამოსვლა. ჯგუფი ოფიციალურად დაიშალა 1970 წელს. მისმა ყველა წევრმა დრო საკუთარ სოლო-კარიერას დაუთმო.
1980 წელს ნიუ-იორკში მოკლეს ჯონ ლენონი, ჰარისონი კი 2001 წელს გარდაიცვალა, სიმსივნის დიაგნოზით.
პოლ მაკარტნი და რინგო სტარი ამჟამადაც კვლავ აქტიური მუსიკოსები არიან.
ბიტლზის საუკეთესო მასალად კრიტიკოსები მიიჩნევენ ალბომს Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band (1967).
ბიტლზი არის 7 „გრემის“ და „აივორ ნოველოს“ 15 ჯილდო. ჟურნალმა Time ისინი დაასახელა XX საუკუნის 100 ყველაზე გავლენიანი პიროვნების სიაში.