The Beach Boys ამერიკული როკ-ჯგუფია, რომელიც 1961 წელს კალიფორნიაში ჩამოყალიბდა. ბენდის შემადგენლობაში თავდაპირველად შედიოდნენ ბრაიან, დენის და კარლ უილსონები, მაიკლ ლავი და ელ ჯერდინი.
ჯგუფის მენეჯერი იყო მერი უილსონი (უილსონების მამა).
ბენდის სიმღერები თავიდანვე გამოირჩეოდა ვოკალური ჰარმონიებით.ბრაიან უილსონის მიერ შექმნილმა ალბომმა Pet Sounds და სინგლმა Good Vibrations (1966) ჯგუფს ძალიან დიდი წარმატება მოუტანა.
1980-იანი წლების შემდეგ ჯგუფში უამრავი პრობლემა გაჩნდა, ძირითადად – ჰონორარების, სიმღერებზე საავტორო უფლებებისა და ჯგუფის სახელის გამოყენების გამო. 1996 წელს გამოუშვეს უკანასკნელი სტუდიური ალბომი.
აშშ-ს ჩარტების საუკეთესო 40-ეულში სხვადასხვა დროს მოხვდა The Beach Boys-ის 36 სიმღერა და 56 – ბილბორდის 100-ეულში.