LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BB King

რაილი ბ. კინგი (1925 წლის 16 სექტემბერი – 2015 წლის 14 მაისი) ამერიკელი ბლუზის მომღერალი, გიტარისტი, სიმღერების ავტორი და პროდიუსერი იყო.
მუსიკოსი ბლუზის ყველა დროის ყველაზე გავლენიან შემსრულებლად დასახელდა და მას „ბლუზის მეფეც“ უწოდეს. ამასთან, ალბერტ კინგთან და ფრედი კინგთან ერთად ის „გიტარის სამი მეფედან“ ერთ-ერთად დაასახელეს.
ბი ბი კინგმა მუსიკალური კარიერის განმავლობაში უამრავი კონცერტი გამართა, 70 წლის ასაკიდან კი წელიწადში 200-ზე მეტ კონცერტს მართავდა.
1956 წელს ის 342 შოუთი წარსდგა მსმენელის წინაშე.
მუსიკოსი 89 წლის ასაკში ლას ვეგასში გარდაიცვალა, გულის უკმარისობით და დიაბეტის გართულებით.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი