ბარი უაითი (1944 წლის 12 სექტემბერი – 2003 წლის 4 ივლისი) ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი იყო. სამი „გრემის“ მფლობელი მომღერალს დამახასიათებელი ბას-ბარიტონი და რომანტიკული იმიჯი ჰქონდა.
უაითმა წარმატებას 1970-იან წლებში მიაღწია The Love Unlimited Orchestra-სთან ერთად. ამ დროისთვის გაიცნო მსოფლიომ მისი ორი ჰიტი “You’re the First, the Last, My Everything” და “Can’t Get Enough of Your Love, Babe”.
მუსიკოსს ჭარბი წონის გამო ხშირად აწუხებდა ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა, ის 170 კგ-ს იწონიდა. ჰქონდა ქრონიკული დიაბეტი, ჰიპერტონია, საჭირო გახდა თირკმლის გადანერგვაც.
მომღერალი 2003 წელს 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.