LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Backstreet Boys

Backstreet Boys ამერიკული ჯგუფია, რომელიც ორლანდოში 1993 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფის წევრები არიან ეი ჯეი მაკლინი, ჰოუი დი, ნიკ კარტერი, კევინ რიჩარდსონი და ბრაიან ლითრელი.
ჯგუფმა საერთაშორისო პოპულარობა 1996 წელს გამოშვებული ალბომით Backstreet Boys მოიპოვა. შემდეგ წელს გამოსცეს მეორე ალბომი Backstreet’s Back. განსაკუთრებულ პოპულარობას 1999 წელს გამოცემული ალბომით Millennium მიაღწიეს, 2000 წელს კი გამოუშვეს მეოთხე ალბომი Black & Blue.
ორწლიანი პაუზის შემდეგ ჯგუფი კვლავ შეიკრიბა და 2005 წელს კიდევ ერთი ალბომი ჩაწერეს, Never Gone . 2006 წელს მუსიკალური ტურნეს დროს ჯგუფი დატოვა რიჩარდსონმა. ამის შემდეგ Backstreet Boys-მა გამოსცა კიდევ ორი ალბომი Unbreakable (2007) დაThis Is Us (2009).
2012 წელს ჯგუფმა განაცხადა, რომ რიჩარდსონი კვლავ დაუბრუნდა შემადგენლობას. მომდევნო წელს კი აღნიშნეს დაარსებიდან 20 წელი და გამოუშვეს კიდევ ერთი ალბომი, In a World Like This (2013).
ჯგუფს გაყიდული აქვს 130 მლნ-ზე მეტი ჩანაწერი მსოფლიოს მასშტაბით.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი