LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bach

იოჰან სებასტიან ბახი (1675 წლის 31 მარტი – 1750 წლის 28 ივლისი) გერმანელი კომპოზიტორი იყო. ის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო კომპოზიტორადაააღიარებული.
ბახების ოჯახში უკვე იყო რამდენიმე კომპოზიტორი, როდესაც იოჰან სებასტიანი დაიბადა. ის 10 წლის ასაკში დაობლდა და5 წლის განმავლობაში ცხოვრობდა უფროს ძმასთან ერთად ლუნებურგში.
1703 წელს დაბრუნდა ტურინგიაში და მუშაობდა მუსიკოსად პროტესტანტულ ეკლესიებში, უკრავდა ორღანზე.
ახი მცირე ხანს მუშაობდა მიულჰაუზენში, სადაც 1708 წელს შექმნა “არჩევნების კანტატა”. იმავე წელს ბახი კვლავ ვაიმარში დაბრუნდა ჰერცოგ ვილჰელმ ერნესტის კარზე. აქ მას შესაძლებლობა მიეცა ღრმად გასცნობოდა ევროპული ქვეყნების მუსიკალურ კულტურას, მათ მიღწევებსა და სიახლეს. მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა იტალიურმა ინსტრუმენტულმა მუსიკამ, იტალიური მუსიკის თემები ბახმა კლავესინსა და ორგანზე გადაიტანა.
ვაიმარში შექმნა ნაწარმოებები: ტოკატა და ფუგა რე-მინორი (1709), პრელუდია და ფუგა რე-მაჟორი (1709), საერო კანტატა “მამშვიდებს მხოლოდ მხიარული ნადირობა” (1716) და ა.შ.
1717წელს ბახი ვაიმარიდან კეთენში გადავიდა, სადაც ხელმძღვანელობდა პატარა კამერულ ორკესტრს და უკრავდა კლავესინზე. ამ პერიოდში ბახი ძირითადად ინსტრუმენტული მუსიკის ჟანრში მუშაობდა. კეთენში შეიქმნა “კარგად ტემპერირებული კლავირის” I ტომი (1722), ექვსი “ინგლისური” (1720-1722) და ექვსი “ფრანგული სიუტა”, ორ- და სამხმიანი ინვენციები (1720), ექვსი “ბრანდენბურგული კონცერტი” (1719), ექვსი სონატა ვიოლინოსათვის (1720). 1723-იდან გადავიდა ლაიფციგში წმინდა თომას ეკლესიისა და ამავე ეკლესიის სკოლის კანტორად (ეკლესიის მგალობელი, საეკლესიო მუსიკის მასწავლებელი). ლაიფციგში ბახი გარდაცვალებამდე დარჩა.
ლაიფციგის პერიოდი ყველაზე რთული და მრავალფეროვანია ბახის შემოქმედებაში. მის ნაწარმოებებში აქტიურად შეიჭრა სასულიერო თემატიკა, შეიქმნა პასიონები (“ქრისტეს ვნებანი”) – იოანეს (1723), მათეს (1728) სახარებათა მიხედვით, მესა სი-მინორი (1733-1738), “სააღდგომო ორატორია” (1736), “მაგნიფიკატი” (1723). პარალელურად შექმნა საუკეთესო საერო ნაწარმოებები: “ყავის კანტატა” (1732), “თესევსი და პანი” (1732), კანტატები ლაიფციგელი პოეტი ქალის მარიანა ფონ ციგლერის ტექსტებზე (1735), “მწყემსური კანტატა” (1725), “ღამის მუსიკა” (1738) და სხვა. აგრეთვე ინსტრუმენტული ნაწარმოებები: “კარგად ტემპერირებული კლავირის” II ტომი, “გოლდბერგის ვარიაციები” (1742), “ფუგის ხელოვნება” (1749-1750), საორგანო პრელუდიები, ტოკატები, ფანტაზიები, ფუგები, ინსტრუმენტული კონცერტები, “იტალიური” კონცერტები (1734).

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი