LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

B.O.B.

ბობი რეი სიმონს ჯუნიორი (დაბადების თარიღი 1988 წლის 15 ნოემბერი), ცნობილი სასცენო სახელით B.o.B, ამერიკელი რეპერი, მომღერალი, სიმღერების ავტორი და პროდიუსერია.
2006 წელს ის ბრაიან რიჩარდსონმა აღმოაჩინა, რომელმაც ის TJ Chapman-ს გააცნო. ჩეპმენმა რეპერი პროდიუსერ ჯიმ ჯონსინთან მიიყვანა. ბობის სიმღერის მოსმენის შემდეგ ჯონსინმა და რეპერმა კონტრაქტი გააფორმეს ”ატლანტიკ რეკორდსთან”.
რეპერი მალევე გახდა პოპულარული – მისი პირველი სინგლი “Nothin’ on You” აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ჩარტებში #1 იყო.
მოგვიანებით გამოუშვა მესამე სინგლი Airplanes, რომელიც ასევე ჩარტებში კარგ პოზიციაზე აღმოჩნდა. არანაკლებ წარმატებული იყო ბობის მეხუთე სინგლი Magic.
მეორე სტუდიური ალბომი Strange Clouds რეპერმა 2012 წლის მაისში გამოუშვა. ალბომში შევიდა 6 სინგლი, მათგან 4 საერთაშორისო ჰიტად იქცა.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი