LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Chriss Brown

კრის ბრაუნი (დაბადების თარიღი 1989 წლის 5 მაისი) ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი და მოცეკვავეა. ბავშვობაში ის საეკლესიო გუნდში მღეროდა, მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა საბავშვო კონკურსში. 2005 წელს მან პირველი სოლოალბომი გამოუშვა, რომელმაც ამერიკულ ჩარტში Billboard 200 მეორე ადგილი დაიკავა. მომღერალმა მეორე ალბომი Exclusive 2007 წელს გამოუშვა. 2009 წელს ბრაუნი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში სულ სხვა მიზეზით მოექცა, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს მაშინდელი მეგობარი გოგონას, მომღერალ რიანას ფიზიკური შეურაცხყოფის გამო. კრის ბრაუნს 5 წლიანი პრობაცია და 6 თვიანი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიუსაჯეს. მესამე ალბომი 2009 წლის ბოლოს გამოუშვა, სახელწოდებით Graffiti. მეოთხე F.A.M.E. (2011) კი Billboard 200-ის პირველ ადგილზე მოხვდა. ალბომმა შემსრულებელს „გრემიც“ მოუტანა.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი