LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიომრავალფეროვნების დაცვის მიზნით, რეინჯერებს თანამედროვე SMART ტექნოლოგიები გადაეცათ

73
159318453-3898539513545957-6228499621296192766-o

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებს, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, თანამედროვე SMART ტექნოლოგიები გადაეცათ.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალურად შექმნილ აპლიკაციაში თავს მოიყრის ბიომრავალფეროვნების აღრიცხვისა და დაცულ ტერიტორიებზე კანონაღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების ერთიანი მონაცემები, რომლებიც რეინჯერებს დაეხმარებათ საქმიანობის უფრო ეფექტურად განხორციელებაში.

SMART მონიტორინგისა და პატრულირების სისტემის დანერგვა დაცულ ტერიტორიებზე გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ფინანსური მხარდაჭერით, „დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა’’ პროექტის ფარგლებში ხორციელდება. ინიციატივის პარტნიორია ფონდი Global Conservation.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები