რეპერმა ბიგ შონმა 30-ე დაბადების დღე გრანდიოზული წვეულებით აღნიშნა. მუსიკოსმა არამარტო ახლობლები და ნათესავები, არამედ ცნობილი მეგობრებიც დაპატიჟა. ღონისძიების საპატიო სტუმარი ბიონსე და ჯეი-ზი გახდნენ.
ბიონსემ მეგობრის იუბილესთვის დახეული ჯინსი, თხელი ტოპი და წითელი ფერის ფეხსაცმელი შეარჩია. ჯეი ზიმ ტრადიციულ სტილს არც ამჯერად უღალატა და შავი ჯინსი, მაისური და თეთრი ბოტასები შეარჩია.
„ინსტაგრამზე“ გაზიარებული ფოტობით თუ ვიმსჯელებთ, საღამო ნამდვილად შედგა.