ბიონსეს მიმდინარე ტურნეს სამდღიანი კონცერტების სერიის ბოლო პერფორმანსმა საფრანგეთში, მოლოდინს გადააჭარბა.
Cowboy Carter Tour-ის ევროპული ნაწილის დასკვნით შოუზე არტისტმა მეუღლესთან, ჯეი-ზისთან ერთად იმღერა. წყვილი ერთად სცენაზე 2018 წლის მეორე ერთობლივი ტურნეს შემდეგ წარდგა. მათ საკულტო ჰიტი – Carzy in Love შეასრულეს.
ცნობისთვის, Crazy in Love, რომელიც 2003 წლის გამოვიდა, ბიონსეს სადებიუტო სოლო სტუდიური ალბომის – Dangerously in Love მთავარი ჩანაწერია.


On the Run II Tour (2018)