ამერიკულმა ლგბტ ორგანიზაციამ, GLAAD ბიონსესა და ჯეი-ზის სპეციალური პრემია გადასცა.
,,კარტერებმა” „ავანგარდის ჯილდო” მიიღეს, რომელიც მათ ლგბტ საზოგადოების უფლებათა დაცვაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცათ.


შეგახსენებთ, რომ აქამდე, ანალოგიური პრემიები ისეთმა ვარსკვლავებმა დაიმსახურეს, როგორებიც ბრიტნი სპირსი, დემი ლოვატო, ჯენიფერ ლოპესი, შერი, ჯანეტ ჯექსონი და სხვები არიან.