ბიონსესა და ჯეი-ზის თაყვანისმცემლები დარწმუნებულები არიან, რომ მომღერალმა ტყუპები უკვე გააჩინა.
ასეთი დასკვნა კი მას შემდეგ გამოიტანეს, რაც სოლანჟ ნოულზი მათ კლინიკა UCLA hospital-თან შენიშნეს, სადაც ამ დროისთვის ვარსკვლავი არის მოთავსებული. სოლანჟი ცდილობდა, შეუმჩნეველი ყოფილიყო, თუმცა პაპარაცებმა მისი ამოცნობა მაინც მოახერხეს.
ცნობილია, რომ ჯეი-ზიმ მთლიანად მეხუთე სართული იქირავა, რათა მისმა მეუღლემ და ორმა შვილმა თავი კარგად იგრძნონ.
წყვილს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.