ჟურნალმა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალბატონების ჩამონათვალი შეადგინა, რომელშიც სუსტი სქესის წარმომადგენლები პოლიტიკის, ბიზნესის, მუსიკისა და სხვა სფეროებიდან შედიან. სულ ჩამონათვალში 100 ქალია. სიაში პირველი ადგილი ანგელა მერკელს უჭირავს.
50-ე ადგილზე მომღერალი ბიონსეა, რომელიც ყოველწლიურად ჩნდება სხვადასხვა გავლენიანი გამოცემების რეიტინგში. 85-ე ადგილი ტეილორ სვიფტმა დაიკავა. რომლის პოპულარობაც აშშ-ში წარმოუდგენელ მასშტაბებს აღწევს.
უნდა აღინიშნოს, რომ პირველ ათეულში გასართობის სფეროდან არცერთი ქალბატონი არ მოხვდა. სიაში პირველად გამოჩნდა პრიანკა ჩოპრა, რომელმაც 97-ე ადგილი დაიკავა. 88-ე პოზიციაზეა ჰარი პოტერის ავტორი, ჯოან როულინგი, ხოლო აშშ-ს პრეზიდენტის ქალიშვილი, ივანკა ტრამპი მე-19-ზე.