LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსე დავით კომახიძის კაბაში პოზირებს (ფოტოები)

894
BeFunky-collage (9)

ქართული წარმომავლობის ცნობილი ბრიტანელი დიზაინერის დავიდ კომას (დავით კომახიძე) მიერ შექმნილი კაბები არაერთ ვარსკვლავზე გვინახავს. ამჯერად დევიდ კომას ნამუშევარი ბიონსემ მოირგო. როგორც ჩანს, ვარსკვლავი დევიდ კომას შემოქმედების მოყვარულია, მას დიზაინერის ნამუშევარი არაერთხელ სცმია. მანამდე ბიონსემ “MTV”–ს დაჯილდოვებაზე მოირგო დევიდის კაბა.

ახლახანს მომღერლის ახალი ფოტოები გავრცელდა, სადაც მას ქართველი დიზაინერის კაბა ამშვენებს.

დევიდ კომა 10 წელზე მეტია მოდის სფეროში წარმატებით მოღვაწეობს. მას ლონდონში საკუთარი ბრენდი David Koma აქვს. 2013 წლიდან 2018 წლადე კი, დავით კომახიძე Mugler-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელიც იყო. მისი დიზაინით შექმნილი სამოსი ისეთ ვარსკვლავებს აცვიათ როგორებიც არიან სინდი კროუფორდი, პელელოპე კრუზი, ბიონსე, ჯენიფერ ლოპესი, ლედი გაგა, მაილი საირუსი, ოლივია უაილდი, ნაომი კემბელი, გალ გადოტი რიანა, ნატალია ვოდიანოვა, კარლი კლოსი, კერი ვაშინგტონი, ჯიჯი და ბელა ჰადიდი, ივანკა ტრამპი და სხვა.

დავით კომახიძე თბილისში დაიბადა გაიზარდა პეტერბურგში, ახლა კი ლონდონში ცხოვრობს. ჰყავს მეუღლე და 1 შვილი.

David Koma თბილისში იმყოფებოდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g