ცნობილი ვარსკვლავური წყვილი, ბიონსე და ჯეი-ზი Brooklyn Nets-ის საკალათბურთო მატჩზე იმყოფებოდნენ. 39 წლის ვარსკვლავი შესანიშნავ ფორმაში იყო. მას ქართველი დიზაინერის, დევიდ კომას, იგივე დავით კომახიძის შავ-ვერცხლისფერ ფერებში გადაწყვეტილი მოსაცმელი ამშვენებდა, რომლის ღირებულებაც 7125 ევროს შეადგენს.
მოგვიანებით ბიონსემ ფოტოების სერია „ინსტაგრამის“ საშუალებითაც გაავრცელა.
„დედოფალი“ „საუკეთესო წყვილი“, „გემოვნებიანი ლუქი“, – წერენ კომენტარებში.