სულ მალე ბიონსე დედა მეორედ გახდება. საზოგადოება სულმოუთქმელად ელოდება, როდის მოევლინებიან ქვეყანას მისი ტყუპები. ინტერესი კი ყველა დეტალის შესახებ საკმაოდ დიდია. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ვარსკვლავს სურს, მშობიარობის პროცესს მისი 5 წლის ქალიშვილიც დაესწროს.
ამჯერად კი სხვა ფაქტი გაჟღერდა: როგორც გაირკვა, მომღერალმა გადაწყვიტა, სახლში იმშობიაროს. ვარსკვლავურმა წყვილმა სახლიც კი შეიძინა, რომელიც სამშობიაროდ საჭირო სპეციალური ტექნიკით არის აღჭურვილი, ხოლო როდესაც მშობიარობა დაიწყება, მის გვერდით საუკეთესო ექიმებისგან შემდგარი გუნდი იქნება. ამასთან, სახლთან იმორიგევებს სასწრაფო დახმარების ბრიგადაც, იმ შემთხვევაში თუ ვარსკვლავის საავადმყოფოში გადაყვანა აუცილებელი გახდება.
ცნობილი ხდება ისიც, რომ ეს ყველაფერი ბიონსესა და ჯეი-ზის 1 მილიონი დოლარი დაუჯდათ.