35 წლის ბიონსე, რომელიც უახლოეს მომავალში ტყუპების დედა გახდება, ამ მოვლენისთვის განსაკუთრებულად ემზადება. ცნობილი გახდა, რომ მომღერალმა და მისმა მეუღლემ, ჯეი-ზიმ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სამშობიაროსთან ახლოს იქირაონ სახლი, რათა მომავალმა დედამ თავი მეტად უსაფრთხოდ იგრძნოს.
მომღერალს სურს, გამოწერის შემდეგ მთლიანად პატარებზე იყოს კონცენტრირებული, ამიტომ სახლი, სადაც მშობიარობის შემდეგ ის იცხოვრებს, მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული იყოს.