LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსემ და ჯეი-ზიმ 26 მილიონად ფეშენებელური სახლი შეიძინეს (ფოტო)

88

ბიონსე და ჯეი-ზი აქტიურად ზრუნავენ არამარტო ოჯახის, არამედ ქონების გაფართოებაზე. ცოტა ხნის წინ, წყვილმა 26 მილიონ დოლარად ღირებული სახლი შეიძინა, რომელიც ისტ-ჰემპტონში მდებარეობს.

სახლში შვიდი საძინებელი, რამდენიმე მარმარილოს აბაზანა და სხვა უამრავი სათავსოა. ეზოში მდებარეობს ცალკე სასტუმრო ოთახი, რომელიც წვეულებების შემდეგ წყვილის მეგობრების სამასპინძლოდ იქნება განკუთვნილი.

ისტ-ჰემპტონის რაიონი ნიუ-იორკის ქალაქგარეთ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დასახლებაა, სადაც უძრავ ქონებას ბევრი ცნობილი ადამიანი ფლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები