ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიონსე და ჯეი-ზი დაშორების პირას არიან, პრესაში დიდი ხანია არსებობს. წყვილი ჯერ არ განქორწინებულა, მაგრამ პაპარაცებმა მოახერხეს და დააფიქსირეს, რომ ორივე მათგანი საქორწინო სვირინგებს გამოემშვიდობა.
წყვილი 2008 წელს დაქორწინდა და სწორედ ამ ფაქტის აღსანიშნავად მათ სიმბოლურად „IV” ამოისვირინგეს.
პრესაში არსებობს ვარაუდი იმის შესახებაც, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ პიარის ნაწილია, რასაც ბიონსე არაერთხელ მიმართავს ხოლმე. დაშორების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინაც გავრცელდა, თუმცა მალევე ბიონსე და ჯეი-ზი ერთობლივ ტურნეში გაემგზავრნენ და საზოგადოებას დაუმტკიცეს, რომ ერთად არიან.
რამდენად მართალია ინფორმაცია ამჯერად, ამას ტურნეს დასრულების შემდეგ გავიგებთ.