სტრიმინგ სერვისი Tidal, რომელიც რეპერ ჯეი-ზის ეკუთვნის, App Store-ში რამდენიმე პოზიციით ბიონსეს ალბომის „Lemonade“ გამოსვლის შემდეგ დაწინაურდა. აქამდე Tidal ტოპ-ჩარტში არასოდეს მოხვედრილა.
სერვისი Spotify-სა და Apple Music-ის კონკურენტია, თუმცა ის ექსკლუზიურ კონტენტს მოიცავს, რომელთა ნახვაც სხვა აპლიკაციებში შეუძლებელია. მაგალითად, Tidal-ში არის შესაძლებელი პრინცის ყველა ალბომის ნახვა. ამასთან, ბიონსეს გარდა, თავისი ალბომი ცოტა ხნის კანიე უესტმაც გამოუშვა.