სოლანჟ ნოულზი, კელელა და Blood orange Calvin Klein-მა გააერთიანა. ბრენდის ინსტაგრამზე ახალი კოლექციის პირველი ფოტოები გამოჩნდა. სიახლეს „ჩვენი ოჯახი“ ეწოდა და კამპანიაც სწორედ ამ კონცეფციას ასახავს. ფოტოებზე 5 ახალგაზრდა სოფელში ისვენებს და მოდელები ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა თავად შეარჩია. მათ შორის მოხვდა ბიონსეს და, სოლანჟიც რომელიც რეკლამაში მთავარ როლს ასრულებს. ფოტოები ცნობილმა ბელგიელმა ფოტოგრაფმა ვილი ვანდერპერმა გადაიღო და როგორც ცნობილია, კამპანიის თემა 2018 წლის გაზაფხულამდე არ შეიცვლება. ხოლო, რაც შეეხებათ მთავარ გმირებს – ბრენდი მომავალში კიდევ უფრო მეტ ცნობილ ადამიანს მოიწვევს.