ბოლო წლების მანძილზე ბიონსე და ჯეიზი ერთმანეთს რამდენჯერმე დაშორდნენ, ამის შესახებ ჟურნალისტებთან ბიონსეს ბიძაშვილმა შანიკა ნოულზმა ისაუბრა.
შანიკას ინფორმაციით, წყვილს ახლა ძალიან დაძაბული ურთიერთობა აქვს და იმედოვნებს, რომ ახალი ალბომის „Lemonade“ გამოსვლა მათ ქორწინებას გადაარჩენს.
„ბიონსესა და ჯეი-ზის ურთიერთობას ბზარი დიდი ხნის წინ გაუჩნდა, თუმცა ბიონსე ფიქრობს, რომ ალბომი ქორწინებას გადაარჩენს. მან სპეციალურად აარჩია სიმღერები ღალატის შესახებ, რომ მსმენელის რეაქციას მის ქმარზე გავლენა მოეხდინა და თავადაც უკეთესად მიმხვდარიყო, შეძლებს თუ არა ამ ყველაფერის ატანას,“ – ამბობს შანიკა.