LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსესა და ჯეი-ზის ქონებამ 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

65

ამერიკელი მუსიკოსების, ბიონსესა და ჯეი-ზის ქონებამ 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ინფორმაციას „ფორბსი“ ავრცელებს.

გამოცემისვე ცნობით, ცალკე ბიონსეს მდგომარეობა 350 მილიონით არის შეფასებული, რამაც ის აშშ-ის ყველაზე წარმატებული ქალების რეიტინგში მოახვედრა.

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ყველაზე მდიდარი რეპერების რეიტინგში ჯეი-ზიმ 810 მილიონი დოლარით მეორე ადგილი დაიკავა. ამ გზით კი მათი საერთო ქონებრივი მდგომარეობა 1,16 მილიარდი დოლარით შეფასდა.

ბიონსესა და ჯე-ზის ერთი ქალიშვილი, ბლუ აივი ჰყავთ, თუმცა უახლოეს მომავალში ისინი კიდევ ტყუპების მშობლები გახდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები