LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსესა და ჯეი-ზის ქორწილის აქამდე უცნობი ფოტოები

412
20190417-beyonce-post

გუშინ, ,,ნეტფლიქსზე” ბიონსეს შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის, Homecoming პრემიერა შედგა. ბიოპიკი, რომელშიც 37 წლის მომღერლის ,,კოაჩელასთვის” მზადება და ფესტივალზე გამოსვლაა აღბეჭდილი, ასევე პირადი არქივის ყველაზე მნიშვნელოვან და ამაღელვებელ კადრებს მოიცავს.

სურათში სხვა ბევრ საინტერესო მოვლენასთან ერთად, ამერიკელი შემსრულებლისა და მისი მეუღლის, ჯეი-ზის ქორწილის ეპიზოდებიც მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავური წყვილის თაყვანისმცემლებმა ფირის ის ნაწილები, სადაც ისინი საქორწილო წვეულებაზე შვილებთან ერთად პოზირებენ, ფოტოებად აქციეს და ქსელში განათავსეს.

შეგახსენებთ, რომ ბიონსემ და ჯეი-ზიმ 2008 წელს იქორწინეს, თუმცა უცნობი კადრები, რომლებიც ფილმში ვიხილეთ, მათი მეორე, საიდუმლო ქორწილიდანაა, რომლის შესახებ მედიაში ინფორმაციას არ ფლობდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები