LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსესა და ჯეი-ზის ტყუპების ნამდვილი სახელები ცნობილია

63

ბიონსე და ჯეი-ზი მშობლები 12 ივნისს გახდნენ, თუმცა მას შემდეგ ისინი საგულდაგულოდ მალავენ პატარების შესახებ ყველანაირ ინფორმაციას. აღმოჩნდა, რომ ცოტა ხნის წინ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია მათ სახელებთან დაკავშირებით სიახლეს არ შეესაბამება.

წყვილთან დაახლოებული წყარო ამტკიცებს, რომ ბავშვებს რუმი კარტერი და სე კარტერი დაარქვეს. ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 26 ივნისს წყვილმა აღნიშნულ სახელებზე ყველანაირი უფლების მოპოვებაზე განაცხადი შეიტანეს. სწორედ ამავე კომპანიასთან ითანამშრომლეს მათ მაშინაც, როდესაც ბლუ-აივის სახელის დარეგისტრირებას სავაჭრო მარკად ცდილობდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები