LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბიონტექი“ პაციენტების კიბოს ვაქცინით აცრას იწყებს

209
biontech

ფარმაცევტულმა კომპანია „ბიონტექმა“ოფიციალურად დაიწყო  კლინიკური კვლევების მეორე ფაზაში მონაწილეთა ექსპერიმენტული კიბოს ვაქცინით აცრა.

კომპანიის ინფორმაციის მიხედვით, ვაქცინის პრეკლინიკურმა და ადრეულმა კლინიკურმა გამოკვლევებმა ვაქცინის უსაფრთხოება დაადასტურა, ამიტომ „ბიონტექმა“ გადაწყვიტა მონაწილეების კიბოს ვაქცინით აცრა და მათზე შემდგომი დაკვირვება განაგრძოს. ამ ეტაპზე ფარმაცევტული გიგანტის მთავარი მიზანია დაადგინოს, თუ რამდენად კარგად მუშაობს ვაქცინა პრეპარატ „ლიბტაიოსთან“ ერთად კანის კიბოს მძიმე შემთხვევების წინააღმდეგ. მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ ვაქცინა ისეთ მძიმე პაციენტებსაც დაეხმარება, ვისაც აქამდე იმედი გადაწურული ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ “ბიონტექმა“ კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინაც „ფაიზერთან“ თანამშრომლობით შექმნა და ეს ვაქცინაც, COVID-19-ის ვაქცინის მსგავსად mRNA ტექნოლოგიას ეფუძნება. ვაქცინის მთავარი მიზანია იმუნურ სისტემას ასწავლოს, თუ როგორ ებრძოლოს კიბოს. მეცნიერები ამბობენ, რომ ამ ვაქცინის ჯანმრთელ ადამიანებზე გამოცდას აზრი არ ექნებოდა, ამიტომ ისინი კვლევას იმ პაციენტებზე ატარებენ, ვისაც მელანომას მესამე ან მეოთხე სტადია აქვს.

„ბიონტექის“ დამფუძნებლის, ოზლემ თიურეჯის თქმით, კომპანიის მიზანია ადამიანის  იმუნური სისტემის გაძლიერება კიბოსა და ინფექციური დაავადებების მიმართ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g