LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბიორეგულაცია – ახალი ჰორიზონტები მედიცინაში“ – თბილისი სამეცნიერო-პრაქტიკულ სიმპოზიუმს უმასპინძლებს

109
სიმპოზიუმი

26 აპრილს, თბილისში, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“, გაიმართება სამეცნიერო-პრაქტიკული სიმპოზიუმი სახელწოდებით „ბიორეგულაცია – ახალი ჰორიზონტები მედიცინაში“.

ღონისძიების ორგანიზატორია შპს „ბიომედიკა“, კომპანია Heel-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოსა და სომხეთში.

სიმპოზიუმი წარმოადგენს ბიორეგულაციური მედიცინის თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების განხილვის პლატფორმას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მკურნალობის ეფექტურობასა და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება რამდენიმე სადისკუსიო პანელი, სადაც განხილული იქნება ისეთი აქტუალური თემები, როგორებიცაა: მიკრობიომი, მიტოქონდრიული ჯანმრთელობა, სხვადასხვა ვირუსული ინფექციის პრობლემა, სპორტული და საყოფაცხოვრებო ტრავმების საკითხები და მათი კორექცია ბიორეგულაციური თერაპიის მეშვეობით.

სიმპოზიუმს დაესწრება მედიცინის სხვადასხვა დარგში სპეციალიზებული 200-ზე მეტი ექიმი. მათ ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა გაცვალონ გამოცდილება,  მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში და გაეცნონ უახლეს სამეცნიერო კვლევებსა და ტექნოლოგიურ პროგრესს ბიორეგულაციური მედიცინის სფეროში.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g