როგორც რადიო “ფორტუნამ” რამდენიმე დღის წინ ექსკლუზიურად გაცნობათ, თბილისში ისლანდიელი შემსრულებელი, ბიორკი ჩამოდის. ის ორ კონცერტს SOU ფესტივალის ფარგლებში გამართავს. ამის შესახებ ფესტივალის ორგანიზატორებმა უკვე დაწერეს ოფიციალურად.
გთავაზობთ მათ განცხადებას:
საღამო მშვიდობისა, მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ SOU ფესტივალის 2017 წლის პროგრამა გრძელდება. ROOMS HOTELS და ფესტივალი სიამაყით წარმოგიდგენთ ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსის Björk-ის ორ სოლო-კონცერტს თბილისში. საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმების თანხლებით, კონცერტები თბილისის საკონცერტო დარბაზსა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება.
• თბილისის საკონცერტო დარბაზში კონცერტი 31 ოქტომბერს, 21:00-ზე დაიწყება. ბილეთების შეძენა ორშაბათს დილის 10:00-დან იქნება შესაძლებელი, საკონცერტო დარბაზის სალაროებსა და www.tkt.ge-ზე.
ფასი: 50 ლარიდან – 570 ლარამდე
• თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში კონცერტი 3 ნოემბერს, 21:00-ზე დაიწყება. ბილეთების შეძენა ორშაბათს დილის 10:00-დან იქნება შესაძლებელი, ოპერის სალაროებსა და www.tkt.ge-ზე.
ფასი: 80 ლარიდან -750 ლარამდე”.