LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბირჯე აქალაის პირველი კომენტარი ნარკოტიკებთან დაკავშირებულ სკანდალზე

254
2025-10-12_00-08-17_603358

თურქეთში ხმაურიანი ნარკოოპერაციის შემდეგ ცნობილი მსახიობი ბირჯე აქალაი გათავისუფლების შემდეგ საზოგადოებას მიმართავს.

„ყველას, ვინც დამირეკა, მესიჯი მომწერა, სიყვარულითა და რწმენით გამამხნევა. მეგობრებს, ახლობლებს და გულშემატკივრებს დიდი მადლობა. კარგად ვარ, ჩვენ კარგად ვართ და ყოველთვის კარგად ვიქნებით“, – წერს მსახიობი.

ცნობისთვის, რამდენიმე ცნობილი თურქი სისხლის ანალიზის ჩასაბარებლად დაიბარეს და დაკითხეს ნარკოტიკებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში.

პროკურატურის ცნობით, სტამბოლის მთავარმა პროკურორმა გამოძიება დაიწყო იმ პირების მიმართ, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან „ნარკოტიკული ან მასტიმულირებელი ნივთიერებების მოხმარებაში“.

სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, დაბარებულთა შორის იყვნენ 12 მომღერალი, პოპულარული სატელევიზიო სერიალების მსახიობი და სოციალური მედიის ცნობილი სახე. ისინი არ დაუპატიმრებიათ და სისხლის ანალიზის ჩაბარების შემდეგ გაათავისუფლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g