LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინაში ან სადმე, დამღუპველი იქნება მსოფლიოსთვის და მძიმე შედეგები მოჰყვება რუსეთისთვის” – თეთრი სახლი

169
თეთრი სახლი

თეთრ სახლში აკრიტიკებენ რუსეთის თავდაცვის მაღალჩინოსნის დიმიტრი მედვედევის კომენტარებს იმის შესახებ, რომ რუსეთმა შესაძლოა ბირთვულ იარაღს მიმართოს, თუ უკრაინა წარმატებული იქნება კონტრშეტევაში.

„ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინაში ან სადმე დამღუპველი იქნება მსოფლიოსთვის და მძიმე შედეგები მოჰყვება რუსეთისთვის“, – აღნიშნა თეთრი სახლის სპიკერმა.

თუმცა, მისივე თქმით, ვერ ხედავენ რაიმე მინიშნებას, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად.

ცნობისთვის, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი მანამდე წერდა:

„უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ნატო-სთან ტანდემში უკრაინის კონტრშეტევამ წარმატებას მიაღწია და დასრულდა ჩვენი მიწის ნაწილის წართმევით, მაშინ ჩვენ, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად, მოგვიწევდა ბირთვული იარაღის გამოყენება, სხვა გამოსავალი უბრალოდ არ გვექნებოდა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g