LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბირთვული უსაფრთხოება დაირღვა” – რა ვითარებაა ევროპის ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურზე

2376
1

ცოტა ხნის წინ ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის გენერალურმა დირექტორმა იგორ მურაშოვმა განაცხადა, რომ ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული უსაფრთხოება დაირღვა.

“ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ ხანძარი გრძელდება, მეხანძრეებს არ უშვებენ. დიდი რისკები არსებობს. რეაქტორებს საფრთხე ემუქრება”, – თქვა მან.

ენერგოდარის მერი დიმიტრი ორლოვი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არიან დაჭრილებიც.

ატომური ენერგიის მსოფლიო სააგენტოში აცხადებენ, რომ უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქების შესახებ ინფორმირებულები არიან.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სააგენტო უკვე დაუკავშირდა უკრაინულ მხარეს.

პარალელურად, CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.

მხარეებს შორის საუბარი მაშინ გაიმართა, როდესაც თეთრი სახლი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მონიტორინგს ახორციელებდა.

აშშ-ისა და ევროკავშირის პრეზიდენტებთან, ასევე გერმანიის კანცლერთან საუბარი დაადასტურა საგანგებო აუდიომიმართვის დროს უკრაინის პრეზიდენტმა და მან ევროპას მოუწოდა გაიღვიძოს.

ზელენსკის თქმით, პუტინს ჩერნობილის გამეორება სურს.

რაც შეეხება ამ დროისთვის გავრცელებულ ბოლო ცნობებს უკრაინულ ტელეგრამ-არხებზე:

ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დაბომბვის შედეგად სასწავლო კომპლექსის ერთ-ერთი შენობა იწვის. ცეცხლი ხუთსართულიან კორპუსში მესამე სართულს მოედო;

რუსი სამხედროები აგრძელებენ ხელის შეშლას მეხანძრეების, რათა ჩაერთონ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში;

ატომურ ელექტროსადგურში მუშაობს ექვსიდან ერთი ენერგობლოკი. თავად სადგურის ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობა ამ დროისთვის ნორმალურია.

ვითარება უკრაინაში – ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ:

 

magti 5g