LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბითაძის თქმით, ახალ კანონპროექტზე არასწორი ინფორმაცია ვრცელდება: „დეკორატიული ცხოველის გადაყვანა შესაძლებელი იქნება ხელში აყვანით, ჩანთით, გადამყვანით ან საბელით, ხოლო დიდი ძაღლის შემთხვევაში აუცილებელია მოკლე საბელი“

201
კანონი ცხოველების შესახებ

შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, მაია ბითაძის განცხადებით, სოციალურ ქსელებსა და მედიაში ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.

კერძოდ, როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა აღნიშნა, მიკედლება დაუშვებელი იქნება მხოლოდ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების შენობებში (ანუ შიდა სივრცეში), ასევე, საბავშვო და სპორტული მოედნების, მეტროპოლიტენისა და ბაზრის ტერიტორიაზე.

მაია ბითაძე: „ძაღლების გამრავლება მკაცრად გაკონტროლდება, დღეს რომ ძაღლის გამრავლების უფლება ყველას აქვს, ასე აღარ იქნება“

მისი განცხადებით, რეალურად, კანონპროექტით ეს შეზღუდვა არასდროს ყოფილა გათვალისწინებული. ბითაძის თქმით, შესაძლებელი იქნება მცირე და დეკორატიული ცხოველის გადაყვანა ხელით ან ჩანთით, გარდა იმ საზოგადოებრივი დაწესებულებებისა, რომლებიც ცხოველის შეყვანას თავად აკრძალავენ. როგორც დეპუტატმა თქვა, გარკვეული აკრძალვა, მხოლოდ დიდი ზომის ძაღლების შემთხვევაში იმოქმედებს.

„ამბობენ, რომ თითქოს მიკედლება დაუშვებელია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, სამედიცინო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიებზე, ავტოსადგურებსა და სასაფლაოს ტერიტორიებზე, აგრეთვე, თითქოს ამ ტერიტორიებზე მიკედლებული ძაღლის გავლის ან შესვლის გამო მიმკედლებლები 300 ლარით დაჯარიმდებიან.

საცხოვრებელ კორპუსში 3-ზე მეტი შინაური ცხოველის ყოლა მხოლოდ მეზობლების თანხმობის შემთხვევაში იქნება დასაშვები – პარლამენტში კანონპროექტი დაინიცირდა

სინამდვილეში: მიკედლება დაუშვებელი იქნება მხოლოდ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადასაგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების შენობებში (ანუ შიდა სივრცეში), ასევე, საბავშვო და სპორტული მოედნების, მეტროპოლიტენისა და ბაზრის ტერიტორიაზე. ამასთან, კანონპროექტით, მიკედლების ადგილების დარღვევისათვის, ჯარიმა არასოდეს ყოფილა გათვალისწინებული“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, ახალი კანონპროექტით მოქმედი აკრძალვა უფრო მოქნილად არის ჩამოყალიბებული. მანვე აღნიშნა, რომ ეს შეზღუდვა უკვე წლებია მოქმედებს, სანქცია კი განსაზღვრულია 8 ლარის ოდენობით. 

„კერძოდ, შესაძლებელი იქნება მცირე და დეკორატიული ცხოველის გადაყვანა ხელში აყვანით, ჩანთით, გადამყვანით ან საბელით (მეპატრონის სურვილის შესაბამისად), ხოლო დიდი ძაღლის შემთხვევაში აუცილებელი იქნება მოკლე საბელის გამოყენება“. – აღნიშნა მაია ბითაძემ.

„შემაკავებელი ეფექტის მქონე იქნება – თუ პირი განმეორებით ჩაიდენს დანაშაულს, განსაზღვრულია 300 ლარიანი სანქცია“ – ბითაძე ცხოველების გასეირნების წესში ცვლილებებს განმარტავს

magti 5g