Bitfury Group-მა $80 მილიონის აქციების კერძო განთავსება წარმატებით დაასრულა. განთავსებას Korelya Capital ხელმძღვანელობდა. აქციების განთავსების პროცესს შეუერთდნენ ინვესტორები: Asian institutions Macquarie Capital და Dentsu Inc, ევროპული საინვესტიციო კომპანია Armat Group, Jabre და Lian Group, სპეციალური სიტუაციების საინვესტიციო ფირმა Argenthal Capital Partners, სადაზღვევო ჯგუფი MACSF და Galaxy Digital.
განთავსების პროცესში მონაწილეობა მიიღო iTech Capital-მაც,რომელიც უკვე წლებია Bitfury-ს ინვესტორია. პროცესში მრჩეველის სახით იყო ჩართული ევროპული საინვესტიციო ბანკი Bryan, Garnier & Co.
“2018 წელი Bitfury-სთვის წარმოუდგენელი გაფართოვების წელია. ინვესტორებისთვის აქციების კერძო შეთავაზება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მისწრაფებას ახალი ტექნოლოგიების მიმართ, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის კუთხით“, – ამბობს ვალერი ვავილოვი, კომპანიის თანადამფუძნებელი.
კომპანიის აღმასრულებელი ვიცე–თავმჯდომარის გიორგი კიკვაძის განცხადებით, აქციების შეთავაზება ადასტურებს ინვესტორების ნდობას კომპანიის მიმართ. „ნახევარ მილიარდ დოლარიანი შემოსავლით, Bitfury ბლოკჩეინ ტექნოლოგიების წამყვანი კომპანიაა, აქციების შეთავაზება კი ზრდის ახალ საფეხურზე გადაგვიყვანს”, – ამბობს კიკვაძე.