LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბიუ-ბიუ” სოსისების მწარმოებელი ქარხნის პროექტზე მუშაობს

353

„ბიუ-ბიუს“ ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ჩირინა” სოსისების მწარმოებელი ქარხნის გახსნას გეგმავს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიაში განუმარტეს, ამ ეტაპზე საწარმოს პროექტირება მიმდინარეობს. ჯერჯერობით მშენებლობის დაწყების თარიღი უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, სოსისების ქარხანა ექსპლუატაციაში 2018 წელს გაეშვება.

”საწარმო მთლიანად ხორცის გადამუშავებაზე იქნება ორიენტირებული. აქ სოსისების გარდა, ძეხვეული და სხვა ხორცპროდუქტებიც იწარმოება. პროდუქცია ქათმის ხორცით დამზადდება, ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე”, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც ”ჩირინა” ახორციელებს, მარცვლეულის შესანახი ახალი სილოსების მშენებლობა-მონტაჟია. ”ამ დროისთვის გვაქვს საწარმო, სადაც 15 ათასი ტონა მარცვლეულის შენახვა ხდება, ახალ სილოსში კი 30  ათასამდე ტონა მარცვლეულს შევინახავთ”, – აღნიშნეს ”ჩირინაში”.

აღსანიშნავია, რომ კომპანია მიმდინარე წელს არსებული მაღაზიებისა და ჯიხურების ქსელსაც აფართოებს.

კომპანიამ 16 სექტემბერს, ქალაქ ზუგდიდში, ნიკოლაძის 3-ში, სვანური კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე  “ბიუ-ბიუს” ახალი ჯიხური გახსნა. ახალი მაღაზია გაიხსნა თბილისში, ნუცუბიძის მე-2 მ/რ, N3ა-შიც. გარდა ამისა, მიმდინარეობს არსებული მაღაზიებისა და ჯიხურების განახლება და რემონტი.

შეგახსენებთ, ბიუ-ბიუ-ს მწარმოებელი კომპანია „ჩირინა“ ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსია. კომპანია ვერტიკალურადაა ინტეგრირებული, რაც აძლევს მას საშუალებას სრულად აკონტროლოს ხარისხი წარმოების ყველა ეტაპზე – ფრინველის კვებისთვის საჭირო ნედლეულის მოპოვებიდან დაწყებული, ქათმის ხორცპროდუქტების დისტრიბუციითა და რეალიზაციით დამთავრებული.  თვითოეული საფეხურის ხარიხის კონტროლი რეგულარულად ხდება ლაბორატორია „სანაში“, რომელსაც წარმატებით აქვს გავლილი აკრედიტაციის პროცესი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g