LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიუჯეტის ასიგნებები 12 997.6 მლნ ლარით განისაზღვრა

77

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტით, ბიუჯეტის ასიგნებები 12 997.6 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.მათ შორის: – საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 11 481.1 მლნ ლარს, გრანტები – 96.5 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები – 1 420.0 მლნ ლარს.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველ წარდგენასთან შედარებით, ასიგნებები გაზრდილია 267.9 მლნ ლარით. მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ნაწილში ზრდა შეადგენს 212.9 მლნ ლარს, ხოლო საინვესტიციო კრედიტების ნაწილში 55 მლნ ლარს. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა 142.4 მლნ ლარით იზრდება და 9 421.5 მლნ ლარს შეადგენს. მათ შორის: – შრომის ანაზღაურება – 1 469.6 მლნ ლარი; საქონელი და მომსახურება – 1 216.8 მლნ ლარი; პროცენტი – 624.0 მლნ ლარი; სუბსიდიები – 419.6 მლნ ლარი; გრანტები – 454.7 მლნ ლარი.

აღნიშნული თანხიდან 280.0 მლნ ლარი გათვალისწინებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის, 20,0 მლნ ლარი – მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის, 28,7 მლნ ლარი მუნიციპალიტეტების მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერებისთვის, ხოლო 58,5 მლნ ლარი საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის. სოციალური უზრუნველყოფა – 3 847,8 მლნ ლარი; სხვა ხარჯები – 1 389.1 მლნ ლარი.

აღნიშნულ თანხაში 266.8 მლნ ლარი გათვალისწინებულია კაპიტალური ხარჯებისთვის, ხოლო 1 122,2 მლნ ლარი მიმდინარე ხარჯებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g