ბიუჯეტური კროსოვერი Dacia Spring სექტემბრის თვის შეჯამებით ყველაზე გაყიდვადი ელექტროქარია. რუმინული ფირმის სიახლე 1879 ეგზემპლარად გაიყიდა, შემდეგი ადგილები კი ასე გადანაწილდა Fiat 500 Elettrica (1289 ცალი) და Tesla Model 3 (999 ცალი). უნდა აღინიშნოს, რომ სრულად ელექტრონული მოდელი მთელი ავტო ბაზრობის 8%–ს იკავებს, ეს მაშინ როცა ჰიბრიდების მაჩვენებელი 36,5 %–ს შეადგენს.
Dacia Spring ყველაზე დიდი პოპულარობით იტალიაში სარგებლობს და მისი წარმატება პირველ რიგში დაბალი ფასით აიხსნება. მოდელი მხოლოდ 19 900 ევრო ღირს, მთავრობის სუბსიდირებით კი კიდევ უფრო დაბალი, 15 740 ევრო გამოდის.
ამასთან, პანდემიის გამო ავტო სამყარო კრიზისშია, ახალი ავტომობილების წარმოებაცა და გაყიდვაც ძალიანაა შემცირებული. ბენზინისა და დიზელის ძრავიანი მანქანების წილი მხოლოდ 44,1 პროცენტს შეადგენს და ეს ციფრი ნელ–ნელა სულ უფრო და უფრო მცირდება.
თუკი Dacia Spring წლის ბოლომდე წარმატებით გაიყიდება, აქვს შანსი რომ ყველაზე პოპულარული ელექტროქარების სამეულში მოხვდეს.