LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიუჯეტური ტურიზმი 2026: საქართველო ლიდერთა შორისაა

129
ქირიას NEWS შაბლონი

2025-2026 წლის საერთაშორისო ტურისტული სეზონი მხოლოდ პრემიუმ კლასის მოგზაურობას არ უკავშირდება, არსებობს მიმართულებები, სადაც მოგზაურობა ბიუჯეტურად, თუმცა გამორჩეული გამოცდილებით და ემოციებითაა შესაძლებელი. ბოლო კვლევების მიხედვით, თებერვალი და ზოგადად ზამთრის პერიოდი განსაკუთრებით ხელსაყრელია ბიუჯეტური მოგზაურობისთვის, რადგან სეზონის პიკთან შედარებით დაბალი ან ზომიერი ფასებია. 

გაეროს და ტურიზმის ინდუსტრიული წყაროების მიხედვით, მსოფლიოს რამდენიმე მიმართულება კვლავ გამოირჩევა როგორც ბიუჯეტური და ხელმისაწვდომი ტურისტებისთვის, სადაც საშუალო დღიური ხარჯი (სასტუმრო + კვება + ტრანსპორტი) საგრძნობლად დაბალია:

ყველაზე ბიუჯეტური მიმართულებები


ლაოსი  – დღიური ხარჯი ხშირად 15-25 დოლარის ფარგლებში რჩება; დანიშნულება გამორჩეულია საოცარი კულტურული სივრცეებით და ქალაქური ბაზრებით.


ყაზახეთი – საშუალოდ დღეში 19 დოლარი. გამორჩეული ბუნება და კულტურა, რომლის ხილვაც ბევრ ტურისტს ავსებს შთაბეჭდილებებით. 


რუანდა – დღიური ხარჯია თითქმის 20-25 დოლარია; ნაკლებად ცნობილი, მაგრამ მეტად საინტერესო ტურისტული სივრცე.


საქართველო – თბილისი და ზოგადად საქართველო ერთ-ერთ ყველაზე ბიუჯეტურ ევროპულ მიმართულებად რჩება, სადაც დღიური ხარჯი საშუალოდ 25–30 დოლარია და თითოეულ ვიზიტორს  მდიდარ კულტურულ გამოცდილებას სთავაზობს. საქართველო თებერვლის ბიუჯეტური მიმართულებაა – ღვინის ტურებით, ღია ცის ქვეშ აბანოებით, მთაში ლაშქრობებით და ისტორიული ძეგლების მრავალფეროვნებით. 

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბიუჯეტური მიმართულებების ჩამონათვალი არ ნიშნავს „ეკონომიურ ხარისხს“ – ეს მხოლოდ მიუთითებს იმაზე, რომ ტურისტი ეკონომიურად მოგზაურობას და ამასთან, მდიდრულ კულტურულ გამოცდილებას იღებს. ბევრი ბიუჯეტური ქვეყანა თავის მხრივ ეფექტურად ავითარებს ადგილობრივ მომსახურებას, ინვესტიციებს დებს ინფრასტრუქტურაში და მიმზიდველ ტურისტულ პროდუქტებში, რაც კიდევ უფრო ამარტივებს მოგზაურობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g