,,ბიუთი საქსესი” დღეს და კომპანიის სამომავლო გეგმები – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის საავტორო გადაცემაში “სილამაზის აკადემია” ,,ბიუთი საქსესის” პიარ კონსულტანტმა და პარფიუმერიის ექსპერტმა ხატია შამუგიამ ისაუბრა.
რა არის ,,ბიუთი საქსესის” სტრატეგია?
,,ბიუთი საქსესმა” დროის მოკლე მონაკვეთში მოიპოვა ცნობადობა. ქალაქში ჯერ არის ერთი სივრცე. ,,ბიუთი საქსესი” ეს არის ფრანჩაიზული პროექტი, ის უკვე არსებობს ევროპაში და ჯამში 300-ზე მეტი სივრცეა ამ ბრენდის. რა თქმა ამას ხელს უწყობს სწორად დაგეგმილი სტრატეგია, რაც კომპანიას გააჩნია. მას აქვს უნიკალური კონცეფტი. ,,ბიუთი საქსესი” შედგება სამი სივრცისგან, ცენტრალური სივრცე დავუთმეთ პარფიუმერიას, სხეულის, სახის მოვლის საშუალებები, მარჯვენა სივრცეში განთავსებულია ოდეონ ფარმა, სადაც შეიძენთ დერმო–კოსმეტიკას, მედიკამენტებს, საკვებ დანამატებს. ბოლო სივრცე კი ეკუთვნის სილამაზის ინსტიტუტს, რომელიც მოიცავს 5 სხვადასხვა კაბინეტს, აქ შეგიძლიათ დრო დაუთმოთ სხეულის კორექციას, აპარატურული სისტემით სხეულისა და სახის მოვლა. ,,ბიუთი საქსესის” სლოგანი სამივე სივრცეს ერგება: „სილამაზე განიჭებს ბედნიერებას”.
გაქვთ თუ არა ბრენდები, რომლებსაც სხვა ქსელებში ვერ ვნახავთ…
დიახ ჩვენთან არის ასეთი ბრენდები, რომელიც ექსკლუზიურად არის წარმოდგენილი. ასევე, უნიკალური სერვისი, რაც ასევე განმასხვავებელია. ამ საკითხის მიმართ ჩვენი მენეჯმენტი ძალიან სენსიტიურია, ჩვენ უკვე გაზრდილი კადრები გვყავს სხვადასხვა ქსელებიდან. კომპანია ამ ეტაპზე აერთიანებს 50 თანამშრომელს.
არის თუ არა წარმოდგენილი მამაკაცებისა და ბავშვების ხაზი?
დიახ, მამაკაცების ხაზში გვაქვს ყველასთვის საყვარელი სუნამოები. ასევე გვაქვს ბავშვების ხაზი, სენსიტიური ხაზიდან დაწყებული თინეიჯერებისთვის განკუთვნილი პროდუქციით დამთავრებული, არის გასაპრანჭი საშუალებები პატარებისთვის, ბრენდები არის ჰიპოალერგიული და ეკომეგობრული შეფუთვებით და უსაფრთხო ბავშვებისთვის.
იგეგმება თუ არა ახალი სივრცის გახსნა?
აპრილში ვგეგმავთ ახალი სივრცის გახსნას საბურთალოს ტერიტორიაზე. ეს ბიზნესი დაიწყო პანდემიის პერიოდში და საკმაოდ წარმატებულია. იდეამ, სწორმა მენეჯმენტმა, სტრატეგიამ და არსებულმა, მრავალწლიანი ისტორიის მქონე ბრენდმა, ახალი სიტყვა თქვა ქართულ ბაზარზე.